პროექტის გეგმა


სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება: წიგნი უპირველესი, კომპიუტერი აუცილებელი;
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: წიგნის უპირატესობა დადებითად ფასდება, რამეთუ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე აგრეთვე კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა არაჩვეულებრივად და უაღრესად საინტერესო მასალას მოუყაროს თავი;
3. აღნიშნული პროექტის სტიმულის მიმცემი იქნება სხვა მოსწავლეებისათვის, თავისუფლად გამოიყენოს წიგნი და კომპიუტერი ერთობლივი კონკურსებისა და კონფერენციებისათვის;
4. პროექტის მიზანი: თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია;
5. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი;
6. ვადების ხანგრძლივობა: 2018 წლის დეკემბერი - 2019 წლის ივნისი;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოგალერეას შექმნა, ბლოგების გაკეთება და ა.შ. ჩატარდება კონფერენციები, სადაც მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, თემის მოსახლეობა. ბაღის ბავშვებისათვის მოეწყობა პატარა დისკუსიები.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და წიგნების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, ბუკლეტების გამოშვება, ფილმების ჩვენება, პრეზენტაციის მომზადება;,
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): არსებობს უამრავი მიზეზი, რაც კომპიუტერთან ფრთხილ დამოკიდებულებას გვაფიქრებინებს. უწინარეს ყოვლისა საქმე კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობას შეეხება. კომპიუტერი ადამიანისათვის მხოლოდ დამხმარე საშუელება არ არის. მასზე თამაშიც შესაძლებელია. თუკი ადრე მეგობარს ირჩევდი და მასთან ცოცხალი ურთიერთობით ცდილობდი თამაშის პირობების დაცვით გამარჯვებისათვის მიგეღწია, დღეს საუკეთესო მეგობრობას თვით კომპიუტერი გიწევს. არც კი არის საჭირო ვინმე საიმედო პარტნიოერის მონახვა. ამ ფუნქციასაც კომპიუტერი ასრულებს. შესაბამისად ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი ჩლუნგდება. რას ნიშნასვს „მოდაში არ არის“ განა რას შეუძლია შეცვალოს წიგნი? თქვენი აზრით საიდან იღებენ მეტ ცოდნას ბავშვები. რამდენი ბავშვი კითხულობს წიგნს. რამდენი იღებს ინფორმაციას წიგნიდან. რა მოსწონთ წიგნიდან და რა მოსწონთ კომპიუტერიდან. ვაწარმოოთ კვლევა. მოვძებნოთ გამოსავალი. რა ღონისძიება დავსახოთ ქვემოთ მოცმული ფორმულის განსახორციელებლად:
წიგნი - ბავშვი - კომპიუტერი
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის

·           იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დალი ხარებაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: l.navrozashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://dalikhareba.blogspot.com/



No comments:

Post a Comment