"ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თვითონ, თავის-თავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ გადუდგება. ახლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტადა სჭრის, ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია." ილია ჭავჭავაძე
Saturday, 3 November 2018
განწყობის თეორია
მასწავლებელს და მოსწავლეს ყოველ ახალ აქტივობაში ჩასართავად სჭირდებათ სპეციალური მზაობა, განწყობა, რომელიც აამოქმედებს მოსწავლის სათანადო ძალებსა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებელმა მოსწავლეს სამოქმედოდ განწყობილ ძალებზე გათვლილი სასწავლო აქტივობები უნდა მიაწოდოს.სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი მოთხოვნილება, ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა), ე.წ. ცოდნის წყურვილში გადაეზარდოს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მასწავლებელთა სახლის ტრენერმა, ქალბატონმა ლია ნავროზაშვილმა საინტერესოდ ჩაგვიტარა ტრენინგები, რამაც მოგვცა შედეგის სრულად მიღწევის საშუალება. ტრენინგი დაგვეხმარა პროფესიულ განვითარებაში, გაგვიღვიძა საკუთარ პრაქტიკაზე მორგების, გამოყენების დიდ სურვილი. გვიბიძგა მასწავლებლებს ახალი იდეების პრაქტიკაში დანერგვისაკენ. უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიას.
ReplyDelete