"ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თვითონ, თავის-თავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ გადუდგება. ახლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტადა სჭრის, ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია." ილია ჭავჭავაძე
Sunday, 11 November 2018
Thursday, 8 November 2018
მასწავლებლის ოთხი საიდუმლო
...როგორც მინიმუმ, ოთხ საიდუმლოს მაინც უნდა ფლობდეს მასწავლებელი:
1. უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები;
2. უსაზღვროდ უყვარდეს საგანი,რომელსაც ასწავლის;
3. ჰქონდეს უნარი-ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი;
4. იყოს უაღრესად თანამედროვე,ჰქონდეს ცოდვა-მადლის ანუ სამართლის გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი.სხვაგვარად ყველა მცდელობა იმისა, რომ იყო მოძღვარი, ფუჭია, ყალბი და უშედეგო. ნაკლი წინათაც ბევრი ჰქონდა სკოლას და, ალბათ, ახლაც ბევრი აქვს, ამაში უცნაური და მოულოდნელი არაფერი არ არის. ხანდახან ათას სიკეთესთან ერთად ისეთ უზნეო საქციელსა და ამბავს გაიგებ სკოლის გარშემო, ძალაუნებურად გიხარია, რომ ზოგიერთ მასწავლებელს აკაკის "გამზრდელი" არ აქვს წაკითხული, მშობელს"ხევისბერი გოჩა", ხოლო მოსწავლეს მამის მკვლელი". მთავარი მაინც ის არის, რომ ბავშვმა სკოლაში, როგორც სალოცავ ტაძარში, ისე იაროს და იქ უწმინდესი და უნეტარესი სულიერი მოძღვარი დახვდეს.

ნოდარ დუმბაძე
Saturday, 3 November 2018
განწყობის თეორია
მასწავლებელს და მოსწავლეს ყოველ ახალ აქტივობაში ჩასართავად სჭირდებათ სპეციალური მზაობა, განწყობა, რომელიც აამოქმედებს მოსწავლის სათანადო ძალებსა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებელმა მოსწავლეს სამოქმედოდ განწყობილ ძალებზე გათვლილი სასწავლო აქტივობები უნდა მიაწოდოს.სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი მოთხოვნილება, ინტელექტუალური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა), ე.წ. ცოდნის წყურვილში გადაეზარდოს.
Subscribe to:
Posts (Atom)